მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შესაძლოა, გადავადება მოგვიწიოს" - იქნება თუ არა 2022 წლიდან განათლების ბიუჯეტი მშპ-ის 6%?

5fe4913e7dcc5
ინგა მურუსიძე
24.12.20 17:11
1417
მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ 2020 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი იქნება, 2021 წელს – 2 მილიარდ ნახევარი, ხოლო 2022 წელს გაუტოლდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს და შეადგენს 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს, - ეს განცხადება გიორგი გახარიას წინამორბედმა, მამუკა ბახტაძემ 2019 წლის 4 აპრილს გააკეთა.

მოქმედი პრემიერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას დაპირება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა შეახსენა. გიორგი გახარიას თქმით, ეს დაპირება შესაძლოა, გადაიხედოს, რისი მიზეზით კოვიდ 19-სგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია.

„განათლების რეფორმა იყო და იქნება მთავრობის პრიორიტეტი. ბიუჯეტი არ შემცირდება, წლიდან წლამდე გაიზრდება, ხოლო რაც შეეხება 6%-იან დაპირებას, რომელიც 2022 წლიდან უნდა განხორციელებულიყო, ამ დაპირებაზე ვიქნები დღეს საკმაოდ ფრთხილად. კოვიდ და ეკონომიკური კრიზისის ყველაზე დიდი დამახასიათებელი არის გაურკვევლობის მაღალი ხარისხი. არავინ არ იცის, რა ეკონომიკური პარამეტრებით დავასრულებთ 2021 წელს და დავიწყებთ 2022-ს. ამ საკითხის განხილვა გადასავადებელია, თუმცა დაშვების დონეზე ვუშვებ ორივე ვარიანტს - ამ დაპირების გადავადება შეიძლება მოგვიწიოს, ან ვიფიქროთ შესრულებაზე. განათლება, როგორც სფერო, ქვეყნის პრიორიტეტების ნუსხაში ყოველთვის დარჩება“, - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.