02.სექტემბერი .2020 21:33

"შეუძლებელია ბინაზე მომსახურე სუბიექტებს ფასით კონკურენცია გაუწიო" – სალონი "ჰებე"

views 343
უკან

“თუ ასე გაგრძელდა ბინაზე მომსახურება, მაშინ ჩვენ ისღა დაგვრჩენია სალონები დავკეტოთ და სახლში წავიდეთ”- ამის შესახებ სალონ "ჰებეს" დამფუძნებელმა მაია ჩავლეიშვილმა განაცხადა.

როგორც ჩავლეიშვილი ამბობს, შეუძლებელია ბინაზე მომსახურე სუბიექტებს ფასით კონკურენცია გაუწიო, რადგან ისინი მომსახურებაზე არარეალურად დაბალ ფასებს აწესებენ, რაც ბაზარს აფუჭებს.

სილამაზის სალონების მენეჯერები ამბობენ, რომ თუ ბაზარზე ამ მიმართულებით ცვლილებები არ განხორციელდება, მათ ბინაზე მომსახურე სუბიექტებისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდებათ. შესაბამისად, მისი თქმით, ამ სფეროს რეგულირება ბიზნესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“მე წარმოდგენა არ მაქვს როგორც უნდა გაუკეთო მომხმარებელს მანიკური 5 ლარად, თუნდაც სახლის პირობებში. ამ დროს თვითონაც ზარალობს ის ხელოსანი, ვინც მომხმარებელთან მიდის. ზოგადად თუ ასე გაგრძელდა ბინაზე მომსახურება, მაშინ ჩვენ ისღა დაგვრჩენია სალონები დავკეტოთ და სახლში წავიდეთ. კონკურენცია სიტყვა საერთოდ ამოღებულია ლექსიკონიდან, იმიტომ რომ ყველა გადავა, ოღონდ სადმე მომსახურება იაფად მიიღოს", - ამბობს მაია ჩავლეიშვილი სალონ "ჰებეს" დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა