მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეუძლიათ, ორჯერადად აცრის ცნობა მოგცენ, რაც კოვიდ-პასპორტის პირველი ეტაპია" - იმნაძე

60af9e40dc50e
ინგა მურუსიძე
27.05.21 18:29
2928
ამცრელ დაწესებულებებს შეუძლიათ ორჯერადად აცრის დამადასტურებელი ცნობა მოგცენ, რაც კოვიდ-პასპორტის პირველი ეტაპია, - ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტის გაცემა შეუძლია დაწესებულებას, სადაც ადამიანი მეორედ აიცრება.

„თუ მგზავრობისთვის ან რაიმე სხვა მიზნებისთვის გჭირდებათ ცნობა, რომ ორჯერადად აცრილი ბრძანდებით, ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ ამ ცნობის გაცემა. როდესაც მეორე დოზით ასაცრელად დაარეგისტრირებენ თქვენს აცრას, ამცრელ დაწესებულებას კომპიუტერიდან  QR კოდით შეუძლიათ ამოიღონ და მოგცენ ორჯერადად აცრის ცნობა. ეს არის, ასე ვთქვათ, კოვიდ-პასპორტის პირველი ეტაპი“, - განაცხადა იმნაძემ.