შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ბათუმი, უკვე წლებია ინვესტორებისა და დეველოპერების შეჯიბრის ადგილად იქცა, თუ ვინ წამოჭიმავს უფრო გიგანტურ ნაგებობას, - ამის შესახებ "სითი ინსტიტუტის" დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომელიც ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ბათუმი დღითი დღე კარგავს თავის სახეს და იდენტობას.
"ამიტომ, ბათუმის გენერალური გეგმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნათლად, მკაფიოდ და არგუმენტირებულად გავაგებინოთ და ავუხსნათ დეველოპერებს, რომ უახლოესი პერიოდიდან მშენებლობები უნდა განხორციელდეს არა იქ, სადაც ეს მათ მოეხასიათებათ და სურთ, არამედ იქ, სადაც მათ მიუთითებს ქ. ბათუმის მერია, უმთავრეს ქალაქგეგმარებით დოკუმენტზე დაყრდნობით.
ეკონომიკის განვითარების აუცილებლობაც კარგად მესმის, დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელობაც ქვეყნისათვის, მაგრამ არა ქალაქების დამახინჯების, მათი იდენტობის გაქრობის, ადამიანთა უსაფრთხოებისა და ნორმალური სასიცოცხლო პირობების უგულვებელყოფის ხარჯზე. დეველოპერებსა და ინვესტორებს მინდა შევახსენო, რომ საქართველოში, თბილისის და ბათუმის გარდა, სხვა ქალაქებიც არსებობენ, რომლებიც არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, საჭიროებენ განვითარებას, მიზიდულობის ცენტრებად ჩამოყალიბებასა და განახლებას. საყურადღებოა, რომ ბევრ ამ ქალაქს განაშენიანების გენერალური გეგმებიც გააჩნია და სწორედ დეველოპერებსა და ინვესტორებზეა დამოკიდებული მათი სწორად და მართებულად განვითარების პერსპექტივა", - წერს მამუკა სალუქვაძე.
ცნობისთვის, „სითი ინსტიტუტმა“ ბათუმის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 16 აგვისტოს დაიწყო. სამუშაოები რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ის 1.5 წელში უნდა დასრულდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ