მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შევარდნაძის შემდეგ არ მახსოვს, ბიუჯეტის 54% ნაჩუქარი და ნასესხები ფულით ყოფილიყო"

5ee71b4443e2c
ინგა მურუსიძე
15.06.20 11:00
1221
შევარდნაძის დროის შემდეგ არ მახსოვს, რომ ბიუჯეტის 54% ფორმირებული ყოფილიყო ნაჩუქარი და ნასესხები ფულით, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ სწორედ ფრაქციის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. პროექტს სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარადგენს.

„საბიუჯეტო ოფისი იყო პარლამენტში დაფუძნებული 1998 წელს და ვიყავი მისი წევრი, თუმცა მანამდეც მქონდა ბიუჯეტთან კავშირი. შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული არ მახსოვს, რომ ბიუჯეტის შემოსავლების 54% ყოფილიყო ფორმირებული ვალით და გრანტით, ანუ არა საკუთარი წყაროებით. იმ პერიოდშიც შემოსავლების დიდი ნაწილი მოდიოდა მსოფლიო ბანკის გრანტებით, მაგრამ მხოლოდ 46% რომ ყოფილიყო ბიუჯეტის დაფინანსების საკუთარი წყარო, ასეთი არ მახსოვს. ლარის შემოღების შემდეგ ასეთი რამ არ მახსოვს. 16-მილიარდიან ბიუჯეტში 8 მილიარდი არის ვალი, 560 მლნ არის გრანტი, ანუ ბიუჯეტის 54% ფორმირებული არის ნაჩუქარი და ნასესხები თანხებით. ამას უმძიმესი გავლენა ექნება მომავალში როგორც ეკონომიკის ზრდაზე, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის წარმოდგენილი ვარიანტი ეკონომიკის მოთხოვნებს არ შეესაბამება.