26.თებერვალი .2020 14:08

"შევძელით და შევინარჩუნეთ თავისუფალი გაცვლითი კურსი, თავი შევიკავეთ ლარის ხელოვნური გამყარებისგან"

views 346
უკან

"ჩვენ თავი შევიკავეთ ლარის ხელოვნური გამყარებისგან"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - "საქართველო და მსოფლიო 2020 წელს."

"საქართველოში ბოლო სამი წელია სტრუქტურული გაუმჯობესება მიმდინარეობს. რატომ ბოლო სამი წელი? - იმიტომ რომ 2017, 2018 და 2019 წლებში იმაზე დამაჯერებელი ნაბიჯები გადაიდგა, ვიდრე ოდესმე გადადგმულა. რას ვგულისმხობ კონკრეტულად ამ სტრუქტურულ გაჯანსაღებაში - პირველი ის, რომ დღეს ჩვენ უკვე თამამად ვსაუბრობთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე. 13%-დან ის შემცირდა და 8% გახდა,  შემდეგ 7% და დღეს უკვე 4-5%-ის ფარგლებში არსებულ დეფიციტზე ვსაუბრობთ. რამ გამოიწვია ეს? - პირველ რიგში იმან, რომ ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ თავისუფალი  გაცვლითი კურსი. ჩვენ თავი შევიკავეთ ლარის ხელოვნური გამყარებისგან. რასაკვირველია, ამან სერიოზული გავლენა მოახდინა. 

მეორე ნაწილი, რითიც ჩვენ შეგვიძლია თავი მოვიწონოთ სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით არის რეგულირების ის ხარისხი, რომელიც ჩვენ გვაქვს. საქართველოს აქვს დაბალი რეგულაციური დონე და იმ სფეროებში, სადაც მეტი რეგულაციაა, იქ სახეზეა ხარისხიანი რეგულირება. ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის კვლევა, სადაც საქართველოში რეგულირების ხარისხზე არის საუბარი," - ამბობს ივანე მაჭავარიანი. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა