მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადისთვის მოსამზადებელი ნაბიჯები"

6031025f3b00e
ელენე გოგბერაშვილი
20.02.21 16:33
643
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე შეიმუშავა დოკუმენტის პროექტი, რომლითაც განსაზღვრულია 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის მოსამზადებლად გასავლელი პროცესი, ნაბიჯები და ინსტიტუციური სტრუქტურა, რომელმაც აღებული ვალდებულებების დროული შესრულება უნდა უზრუნველყოს. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საკომიტეტო მოსმენაზე დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის შესაბამის ინსტუტებთან ერთად მუშავდება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი, რომელშიც გაწერილი იქნება მომავალი შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განსახორციელებელი რეფორმები და ის ვალდებულებები, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის აღებული. მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს და მის შემდგომ შესრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების შეფასებისას. ამიტომ სასურველია, რომ დღის წესრიგში მაქსიმალურად აისახოს ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებასაც საქართველო გეგმავს 2021-2024 წლებში.