საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს, პრინცესა ჰაიფა ალ საუდის შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში ვახტანგ ჯაოშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული დაესწრნენ.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა როგორიცაა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია და სხვ.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ არ დაიშურებენ ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
"დავასრულეთ ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი საუდის არაბეთში, რომელიც გამოირჩევა ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობით, განსაკუთრებით ტურიზმისა და ავიაციის კუთხით. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ადგილობრივ ავიაკომპანიებთან, ასევე საუდის არაბეთის პრინცესასთან, რომელიც გახლავთ ტურიზმის სამინისტროში მინისტრის მოადგილე. ჩვენ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით, ერთმანეთს დავეხმარებით გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი, რომ მოვიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი საუდის არაბეთიდან საქართველოში. გარდა ამისა, საქართველო მონაწილეობდა როგორც წევრი ქვეყანა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ასეთ წარმომადგენლობით შეხვედრაში მონაწილეობა, რადგან გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც გააძლიერებს არა მხოლოდ საქართველოს ტურისტულ სექტორს, არამედ გლობალურად ტურიზმს მთელ მსოფლიოში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი