მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ე.წ. კომენდანტის საათი - არა"

5ec3c85fbc395
ინგა მურუსიძე
19.05.20 16:00
1251
შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი - არა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ის გამოეხმაურა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, მთავრობა ითხოვს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, ხელისუფლებას ჰქონდეს უფლება, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დააწესოს.

გახარიას განცხადებით, ყველას კარგად ესმის, რომ ეპიდემილოგიური მდგომარეობა დღეს მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას.

პრემიერის თქმით, ევროპის ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობა ივლისამდე, ან სექტემბრამდე გრძელდება.

„სხვებთან შედარებით კოვიდ 19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც მზად ვართ და რაც უკვე განვაცხადეთ, მაგრამ არავინ არ იფიქროთ, რომ ჩვენ, ან მსოფლიომ კოვიდი დავამარცხეთ. არავინ იფიქროს, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოვედით, ან, კონკრეტული ჰორიზონტები გაქვს, რომ კრიზისი დამარცხებულია. ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუკი ჩვენი გაუაზრებელი, სწარაფი, და ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთდროული მოხსნით ქვეყნის შემდგომ აღორძინებას შევიყვანს რისკის ქვეშ. ჩვენ შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი, ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე განმარტებით, დაწესებულ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შევა.