მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეზღუდვები როდემდე უნდა გაგრძელდეს? გაჩერება გამოსავალი არ არის"

5fdb1e072a2c7
ლიკა გურაბანიძე
17.12.20 18:30
1019

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ეთანხმება სავაჭრო ქსელების მოთხოვნას, რომ შეზღუდვების მოხსნა 15 დეკემბერს უნდა მომხდარიყო და არა 24 დეკემბერს.

"24 დეკემბერს გახსნილი სავაჭრო ობიექტები იგივე ეფექტს მოგვცემს, რაც შავ პარასკევს ვნახეთ” - ამის შესახებ მან “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანიებს მომხმარებლების ნაკადების მართვა შეუძლიათ და შესაძლებელია ისეთი სქემის მოფიქრება, რაც მეტ-ნაკლებ გარანტიას იძლევა, რომ პანდემიის აფეთქება არ მოხდება.

"დიდი პრობლემაა ის, რომ რითეილ სექტორში, სავაჭრო ქსელებმა იმპორტირებული პროდუქციის შესაძენად, ნაღდი ფული გასცეს და ეს სწორედ მაშინ, როდესაც მთავრობა ეუბნებოდა, რომ არ დაიკეტებოდნენ. რეალიზაცია უნდა მოხდეს, რომ კომპანიებმა დეფოლტი არ გამოაცხადონ. 

შეზღუდვები როდემდე უნდა გაგრძელდეს? გაჩერება გამოსავალი არ არის. კომპანიებს ერთი წელი ვერ გავაჩერებთ. კოვიდთან თანაცხოვრება გარდაუვალია და ბიზნესმა მასთან თანაცხოვრება უნდა განაგრძოს “ - განაცხადა ვეფხვაძემ.