23.მარტი .2020 13:52

"შეზღუდვები ყველა საწარმოსთვის სავალდებულოა, მთავრობა ძალიან მკაცრად დაიცავს ამ წესებს"

views 508
უკან

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვები, ყველა საწარმოსთვის სავალდებულოა და მთავრობა ძალიან მკაცრად დაიცავს ამ წესებს. ასე უპასუხა ნათია თურნავამ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, მთავრობის რეკომენდაციების მიუხედავად მუშაობას აგრძელებენ ონლაინ კაზინოები, ე.წ. Evolution Gaming.

მინისტრის თქმით, წესები, რითიც უნდა იხელმძღვანელონ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საგანგებო ვითარებაში, კარგად არის ცნობილი.

“ეს არის ეპიდემიოლოგების მიერ მითითებული გაიდლაინების მკაცრი დაცვა, ეს ეხება წარმოებებს, ორგანიზაციებს, ნებისმიერ ოფისსა და საწარმოს. მათ მენეჯერებს ევალებათ, რომ დაიცვან ეს წესები და დაიცვან საკუთარი თანამშრომლები. არ დაუშვან ერთ შენობაში 10-ზე მეტი ადამიანი, თუ ეს არ არის სპეციფიური წარმოება, სადაც სხვაგვარად ეს პროცესი არ ხორციელდება, თუნდაც მშენებლობა”, - აცხადებს ნათია თურნავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა