შოვის დღევანდელი მდგომარეობა არავის გვაკმაყოფილებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ონში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად, გოჩა ენუქიძე წარადგინა.
„ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს არი შოვი, არავის გვაკმაყოფილებს. სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მართებს, რომ მოხდეს მისი განვითარება. შოვი უნდა გახდეს არა მხოლოდ შიდა ტურიზმის მიმზიდველობის ცენტრი, არამედ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელები. ეს ყველაფერი არის კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შევძლოთ ის, რომ ჩვენი დღევანდელკი დღე ბევრად უკეთესი იყოს გუშინდელზე, ხოლო ხვალინდელი - დღევანდელზე“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა ონის რაიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ბევრი რამ არის წესრიგში მოსაყვანი.
„პირველ რიგში ელემენტარული ინფრასტრუქტურა გვაქვს მოსაყვანი წესრიგში, ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ა.შ. რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ბოლო ათწლეულებში ისე იყო ეს ყველაფერი მიტოვებული, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგვიწევს ამ მიმართულებით შრომა.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა საერთოდ ახალ დამატებით ენერგიას შესძენს ამ კუთხეს. გასაგებია, რომ წელს ტურიზმი, როგორც განვითარების დარგი, ცოტა ჩაგვივარდა გლობალური პანდემიის გამო, თუმცა რაჭაში ძალიან ბევრი ქართველი ამოვიდა, რომელიც წელს პირველად იმყოფებოდა აქ. შიდა ტურიზმის ნაკადი ძალიან დიდი იყო და ბევრი ქართველი ამოვიდა, რომელმაც რაჭა საერთოდ თავიდან აღმოაჩინა. ამასაც თავისი დატვირთვა აქვს “, - აღნიშნა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?