მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შქმერულის" სწრაფი მომზადების პაკეტები იაპონიაში Family Mart-ის ქსელში გაიყიდება

5f97f521386ae
ინგა მურუსიძე
27.10.20 14:37
1190
"იაპონიაში, მარკეტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა "შქმერულის" გაყიდვა დაიწყო", - ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დღეს იაპონური მარკეტების უმსხვილესმა ქსელმა - Family Mart-მა გაყიდვაში ქართული კერძის, შქმერულის სწრაფი მომზადების პაკეტები შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ შქმერული Family Mart-ის 16 ათასამდე მაღაზიაში გაიყიდება. მის შეფუთვაზე კი აღნიშნულია, რომ შქმერული ქართული კერძია", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.