მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუამდგომლობის შესაძლებლობა არსებობს" - რა პოზიცია აქვს ტიკარაძეს ექიმების დაკავებაზე?

5f3d27afd5c21
ინგა მურუსიძე
19.08.20 17:31
615
პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათივე განცადებით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. აღნიშნულ საქმეზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გიორგი ლობჟანიძე, ასევე ამავე კლინიკის ექიმები ვახტანგ ყიფიანი და მაგდა ხოჭოლავა დააკავეს.

საკითხზე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ:

„თითოეულ ექიმს შეეძლება თავისი კომპეტენციების ფარგლებში უსაფრთხოდ ჩაატაროს მანიპულაცია და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამართლებრივ ჭრილში მოსამართლისთვის და გამომძიებლისთვის იყოს მეტად უფრო ცხადი, თუ სად გადის ზღვარი ექიმის დანაშაულსა და ექიმის პასუხისმგებლობას შორის. სამინისტროს მხრიდან გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა არსებობს და ეს არაერთი განცხადებით უკვე მოხერხდა. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას მივცეთ იმის საშუალებაც, რომ ექსპერტების სრული ჩართულობით ჩაატაროს უფრო მეტად სამართლიანი გამოძიება, რომელიც იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი, რაც პაციენტის პატრონს არ მისცემს იმის განცდას, რომ სახელმწიფო მხოლოდ ექიმის მხარეს დგას”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.