მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუახევი ჰესის" მართვისთვის ქართველი ინჟინრები ემზადებიან

5df34ffe57bce
BM.GE
13.12.19 12:46
1899
ქვეყნის უმსხვილესი ენერგო პროექტის – "შუახევი ჰესის" სამშენებლო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. პროექტის გუნდი ოპერირებისთვის ემზადება.

"შუახევი ჰესის" თანამშრომელთა ტექნიკური გუნდის 90%-ს ქართველი ინჟინრები შეადგენენ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათი ნაწილი ჯერ კიდევ 2016 წელს, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან შეირჩა ჰესზე სტაჟირებისთვის და ყველა ეტაპი მშენებლობიდან-ოპერირებამდე, პროექტის გუნდთან ერთად გაიარა.

პირველ ეტაპზე "შუახევი ჰესის" ოპერირებას ქართველ ინჟინრებთან ერთად, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ტექნიკური გუნდი განახორციელებს, სამომავლოდ კი ჰესის მართვას სრულად ქართველი ინჟინრები გაუძღვებიან.

"შუახევი ჰესი" 187 მგვტ სიმძლავრის (გამომუშავება 450 გიგავატ-საათ ელექტროენერგია) ჰიდროენერგო პროექტს წარმოადგენს, რომლის მფლობელებს წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy Invest, ინდური Tata Power და მსოფლიო ბანკის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC. "შუახევი ჰესი" წარმოადგენს ერთადერთ პროექტს საქართველოში, რომელიც ერთდროულად ფინანსდება სამი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ: ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC.