16.მაისი .2021 12:33

"შუქრუთი+" სოფელ შუქრუთის მოსახლეობას 2.3 მლნ ლარის კომპენსაციებს გადაუხდის

"შუქრუთი+" სოფელ შუქრუთის მოსახლეობას 2.3 მლნ ლარის კომპენსაციებს გადაუხდის
views 724
უკან

კომპანია "შუქრუთი +" სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას  ორშაბათიდან იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, მათსა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება მიღწეულია, ხოლო საკომპენსაციო პირობების გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

საინჟინრო კვლევების გათვალისწინებით, შუქრუთის მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით დაიყო.

"სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა საინჟინრო კვლევები, გამოვლინდა კატეგორიები. პირველ კატეგორიაში მოხვდა 36 ოჯახი და სავარაუდოდ ეს ციფრი გაიზრდება, შესაბამისად, საკომპენსაციო თანხის ოდენობა 36 ოჯახზე განისაზღვრა 2.3 მილიონი ლარის ოდენობით. ამ ოჯახებთან გაფორმდება ინდივიდულაური ხელშეკრულებები, თანხების გაცემასთან დაკავშირებით ვადები შეადგენს წელიწადს, წელიწადსა და სამ თვეს", -
განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მადანმომპოვებელი კომპანია „ შუქრუთი +“ გასული წლიდან ოპერირებს, აღნიშნული კომპანია კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, ამ დროისთვის მოსახლეობისთვის დარიგებული თანხების ოდენობა, ჯამურად, 1.7 მილიონ ლარს შეადგენს.

კომპანიის ინფორმაციით ზარალის შეფასებასა და საკომპენსაციო თანხების დადგენას უზრუნველყოფს დამოუკიდებელი აუდიტორი და აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა