მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან

5f69a1d34bebe
BM.GE
22.09.20 11:00
1262
თანამედროვე და ინოვაციური ბრენდი „ბაკურიანი,“ გაზირებული მინერალური წყლების კატეგორიაში შედის და მომხმარებელს ახალ პროდუქტს - „შუშხუნა ბაკურიანს“ სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

მსუბუქად გაზირებული, ოპტიმალური მინერალებით გამდიდრებული ახალი შუშხუნა წყალი, სრულიად განსხვავებული გემო და სიახლეა საქართველოს ბაზრისთვის. „შუშხუნა ბაკურიანი“ მსუბუქი ტიპის მინერალური წყლების კატეგორიას განეკუთვნება, რომლის შუშხუნა გემოც წყლის დალევის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და სახალისოს ხდის.

აღსანიშნავია, რომ „ბაკურიანის“ მინერალური წყალი, ბორჯომის ხეობის განსაკუთრებულ ეკო გარემოში მოიპოვება, სწორედ ეს ადგილმდებარეობა და მინერალების ოპტიმალური შემადგენლობა განაპირობებს „ბაკურიანის“ წყლის უნიკალურობას.

სალომე ბეჟიტაშვილი, „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი:

„მოგეხსენებათ „ბაკურიანი“, უგაზო მინერალური წყლების სეგმენტში, მომხმარებლისთვის ყველაზე საყვარელი წყალი და ბაზრის უპირობო ლიდერია, ამასთან ვცდილობთ, ვიყოთ ნოვატორები და ჩვენი ბრენდის პორტფელი განვავითაროთ. წლების განმავლობაში შენარჩუნებულმა N1 წყლის სტატუსმა, გაზიანი წყლების კატეგორიაში შესვლა გადაგვაწყვეტინა. „შუშხუნა ბაკურიანი“ სრულიად ახალი გემოა საქართველოში მინერალური წყლის მომხმარებლებისთვის, თუმცა ამ ტიპის წყალი საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და იმედი გვაქვს ჩვენთანაც მოწონებას დაიმსახურებს.“

„შუშხუნა ბაკურიანის“ შეფუთვას წითელი თავსახური გამოარჩევს. ახალი პროდუქტის ბოთლის დიზაინზე კომპანია IDS ბორჯომი თბილისის დიზაინერმა - ანი ჭოღოშვილმა იმუშავა:

„ვეცადე „ბაკურიანის“ სტანდარტული ეტიკეტის ხაზი არ დამერღვია და მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო, რომ ეს ახალი გაზიანი წყალია, მისი საყვარელი „ბაკურიანისგან“. „შუშხუნა ბაკურიანი“ - სტანდარტული „ბაკურიანის“ შეფუთვისგან წითელი თავსახურით განვასხვავეთ, რაც უფრო მეტად ასოცირდება გაზიან სასმელთან. ასევე ეტიკეტზე შემოვიტანეთ წითელი ხაზი და ბუშტები, რომლებიც აქცენტს სწორედ წყლის შუშხუნა გემოზე აკეთებს.“

ახალ „ბაკურიანს“ შუშხუნა გემოთი, „ბაკურიანის“ მსგავსად, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო აწარმოებს. ამ ეტაპზე, ახალი პროდუქტი, მხოლოდ 0.5 ლიტრიან PET შეფუთვაში ისხმება.

„შუშხუნა ბაკურიანი“ - ხალისიანი შეგრძნებებისთვის!
(R)