მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიფრთხილეც არის და გამბედაობაც" - კობა გვენეტაძის პასუხი ბეჟან წაქაძეს

60b782aa08ea4
ინგა მურუსიძე
02.06.21 17:26
502
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ აფასებს ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის ფრთხილ პოლიტიკას სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თუმცა ხაზს უსვამს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დადებითი და უარყოფითი ფაქტორები უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები. ამის მაგალითად კი ბეჟან წაქაძე სებ-ის მიერ გატარებულ ლარიზაციისა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკას ასახელებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბეჟან წაქაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ აუცილებელია, როგორც სიფრთხილე, ისე - გამბედაობაც.

„სიფრთხილეც არის და გამბედაობაც... საკმაოდ დიდია უკვე აქტივების მოცულობა საქართველოში, სესხები საკმაოდ დიდია, ბანკები ვითარდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ ზოგადად გამოწვევებისთვის. წარმოიდგინეთ, 2018 წლიდან დედოლარიზაციის ღონისძიებები რომ არ დაგვეწყო, დღეს რამდენი ათასი მსესხებელით მეტი გვეყოლებოდა დაზარალებული?!

თუ საკმარისი ზომები არ იქნა მიღებული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების თვალსაზრისით, შემდეგ ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, კიდევ უფრო მეტი პრობლემა იქნება, ამიტომ სჯობს, დროზე იყოს გადაწყვეტილება მიღებული. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გვქონდა, რაღაცა პერიოდში არ შევცვალეთ, რაღაცა პერიოდში შევამცირეთ, რაღაცა პერიოდში გავზარდეთ, მაგრამ ყველა ეს რაღაცა მოქმედება არის. აქედან გამომდინარე, ოპტიმალური იქნება ის, რასაც მთლიანად სესხის განმავლობაში გადავიხდით. ვფიქრობთ, ასეთი ფრთხილი მიდგომები მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.