მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქნეტის" აბონენტებს ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებათ - კომპანიის განცხადება

600c8907d4e4e
BM.GE
24.01.21 00:34
839
"სილქნეტის" აბონენტებს ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ - რის შესახებაც კომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, სერვისის აღსადგენად სამუშაოებს საგანგებო რეჟიმში აწარმოებენ.

"ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო, ინტერნეტის მიწოდება ხარვეზებით მიმდინარეობს. კომპანიის სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში აწარმოებენ სამუშაოებს, რათა სერვისი აღდგეს უმოკლეს ვადებში.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,"- ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე.