მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიმართლემ გაიმარჯვა და უნიკალური დენდროლოგიური პარკი გაიხსნა" - გახარია

5f1001904065a
ინგა მურუსიძე
16.07.20 11:26
1482
მიუხედავად სამ წლის განმავლობაში ცილისწამებისა და თეთრზე შავის ძახებისა, საბოლოოდ მაინც სიმართლემ გაიმარჯვა - ასე ეხმაურება პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია გურიაში, დენდროლოგიური პარკის გახსნას.

BM.GE-ს ინფორმაციით, დენდროლოგიური პარკის მოწყობისთვის ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა 10 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რაც პარკის მმართველ კომპანიაში დაადასტურეს, თუმცა ინვესტიციის ზუსტი მოცულობა არ დააკონკრეტეს.

„გუშინდელი დღე არ იყო მნიშვნელოვანი დღე მხოლოდ გურიისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე მთელი ქვეყნისთვის, როცა გაიხსნა დენდროლოგიური პარკი. ის არის ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგი. მიუხედავად სამ წლის განმავლობაში ცილისწამებისა და თეთრზე შავის ძახებისა, საბოლოოდ მაინც სიმართლემ გაიმარჯვა, ახლა კი ჩვენი მოქალაქეები თავისი თვალით ხედავენ, რამხელა შრომის შედეგია ეს პარკი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დენდროლოგიური პარკის მმართველი კომპანიის „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორის პაატა სულაბერიძის განცხადებით, პარკის დათვალიერება დაინტერესებულ პირებს მუდმივად, სრულიად უფასოდ შეეძლებათ.