18.ნოემბერი .2019 22:48

"სინამდვილეში ეს არის ბრძოლა უფლებისთვის - გვქონდეს საკუთარი სუვერენული სახელმწიფო"

views 626
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიმდინარე საპროტესტო აქციებს და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გიორგი ქადაგიძის პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"სინამდვილეში ეს არის ბრძოლა უფლებისთვის - გვქონდეს საკუთარი სუვერენული სახელმწიფო, სადაც მოქალაქეების თავისუფალი ნება, გამოხატული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით, არის ძალაუფლების ერთადერთი წყარო.

საქართველოსთვის ეს ბრძოლა დაიწყო გეორგიევსკის ციხეში 250 წლის წინ და სანამ ამ ბრძოლას ბოლომდე არ მივიყვანთ ვერ გვექნება თანამედროვე, თავისუფალი და განვითარებული სახელმწიფო.

საქართველო არასდროს აღარ იქნება რუსეთის გუბერნია!!! ძალიან ძვირი გვაქვს ამისთვის გადახდილი, როგორც ერს და როგორც ქვეყანას.

ჩვენ ვართ უმრავლესობა და არა ის, ვინც დღეს ცდილობს სახელმწიფოს მითვისებას.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

P.S. სულ რამდენიმე დღეში მეც ძალიან ამაყად ზუსტად იქ ვიდგები, სადაც ჩემი მეგობრები და ამ ქვეყნის საუკეთესო შვილები დგანან”, - წერს გიორგი ქადაგიძე facebook-ის პირად გვერდზე.