02.აპრილი .2020 22:18

"სინერჯი კაპიტალის" პორტფელი ჯანსაღი და მზარდია - პაპუნა ტოლიაშვილი

views 382
უკან

“დღეს, “სინერჯი კაპიტალის” პორტფელში არსებული ყველა კომპანია გაძლიერებული დატვირთვით და მოცულობებით მუშაობს, მათ მომხმარებელთა სიმცირე არ დატყობია”, - განაცხადა “სინერჯი კაპიტალის” მმართველმა დირექტორმა პაპუნა ტოლიშვილმა “საქმიანი დილის” ეთერში. მან ბიზნესის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება პროდუქტების გადაწყობასა და გაყიდვების ახალ სისტემაზე გადასვლა იყო.

“ჩვენს ძირითად პორტფელს სურსათის მწარმოებელი კომპანიები შეადგენენ, ასევე მედიკამენტების გამყიდველი კომპანიები, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მწარმოებელი და ჰორეკას სექტორში გვყავდა სამი კომპანია. ჯამში გამოვიდა, რომ უდიდესი ნაწილი ჩვენი პორტფელის დღეს ძალიან აქტიურად მუშაობს, ისინი დღეს უფრო გაძლიერებული მოცულობებით მუშაობენ, მნიშვნელოვანი გადაწყობა დასჭირდა პროდუქტს და გაყიდვების სისტემას. დღეს სინერჯი კაპიტალს ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს, მთელი დღე ჩვენი პორტფელური კომპანიების გადაწყობის ამოცანებზე ვმუშაობთ", - აღნიშნა პაპუნა ტოლიაშვილმა.

ამასთან, “სინერჯი კაპიტალის” მმართველი დირექტორის თქმით, ძირითად სირთულეს სახლიდან, დისტანციურად მუშაობა წარმოადგენს, რადგან, ამის გამო ყველა კომპანიაში აქტიური ცვლილებების პერიოდია.

"ძირითადი სირთულეა სახლიდან მუშაობა და რეჟიმების ცვლილება, ძალიან აქტიური ცვლილებების პერიოდია ახლა ყველა კომპანიაში. პროდუქტის და მომსახურების არსებული ცვლილებებია, ანუ მორგება იმ რეალობაზე რა რეალობაშიც ვართ, გაყიდვების მიდგომების და მეთოდების ცვლილება. ადგილზე მიწოდების სისტემა, ეს იყო ძირითადი ცვლილება, რაც ყველას დასჭირდა პრონციპში, ჯამში ეს იყო მთავარი სირთულეები, დანარჩენია მომხმარებლის ქცევა, რომელიც შეიცვალა რადიკალურად, მაგრამ ის არ შემცირებულა იმ ბიზნეს ნაწილში, რომლებსაც ჩვენ ვმართვათ და ვფლობთ", - განაცხადა პაპუნა ტოლიაშილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა