მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებზე სერვისის მიღება ცოცხალი რიგითაც შესაძლებელია - NCDC

60fbf58aca686
BM.GE
24.07.21 15:08
990
აცრისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალიდან booking.moh.gov.ge ან ცხელი ხაზის საშუალებით.

თუმცა, როგორც NCDC იტყობინება, ამ ეტაპზე აცრის მსურველებისთვის რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგით აცრის სერვისის მიღება შესაძლებელია "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებზე, ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხდება ამ ვაქცინების ადმინისტრირება, მათ შორის "სინოფარმი" 122 დაწესებულებაში, 133 ბრიგადით და "სინოვაკი" 109 დაწესებულებაში, 116 ბრიგადით.

NCDC-ის ცნობით, ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან ერთად, აღნიშნული სერვისი მომავალში სხვა ამცრელ პუნქტებშიც იქნება შესაძლებელი.