მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო, სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ" - კულუმბეგოვი

616c1fbc2e8f6
თამთა ჯიჯავაძე
17.10.21 16:59
5019
სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო, სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ, ვაქცინის "ფაიზერით" ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

"დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!!
როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს, აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება.

ახლა მთავარია, ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ დამატებით 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე", - წერს ის.

ცნობისთვის, "ბუსტერ" დოზით ვაქცინაციის დეტალური პროტოკოლი უკვე დამტკიცებულია. როგორც მინისტრის ბრძანების დანართშია აღნიშნული, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას Covid-19 დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები შეძლებენ. ასევე, ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია ჩაუტარდეთ Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, ამასთან, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.