მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სინოფარმის" ვაქცინით უკვე 793 მოქალაქე აიცრა - NCDC

60925e74567f7
ინგა მურუსიძე
05.05.21 13:15
423
4 მაისიდან საქართველოში ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყო. აცრა შეუძლია ყველა მოქალაქეს, 18 წელს ზემოთ, რისთვისაც მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე -  booking.moh.gov.ge.

ვაქცინაციაში  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. "სინოფარმით" უკვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

როგორც NCDC-ში ამბობენ, დღეის მონაცემებით, "სინოფარმის" ვაქცინით უკვე 793 მოქალაქე აიცრა.