მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყებაზე გადაწყვეტილებას იმუნიზაციის საბჭო მიიღებს - პაატა იმნაძე

6076d0f9ed208
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.21 15:31
412
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ჩინური წარმოების ვაქცინით აცრების დაწყებას შესაძლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ საკითხს იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტს.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს უფლება აქვთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას დაელოდონ.

"ჩემი პირადი დამოკიდებულება ყველამ იცის - ყველა ის ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში გამოცდილია მილიონობით ადამიანზე, გამოყენებული უნდა იქნას. ასე, რომ ეს მხოლოდ ჩემს დამოკიდებულებაზე არ არის, არსებობს იმუნიზაციის საბჭო, რომელიც ამ საკითხს წყვეტს. საბჭო, იმედია, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.

ვინც ელოდება, იმას შეუძლია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას დაელოდოს, ვისაც აქვს ნდობა ჩვეულებრივი ტრადიციული ვაქცინების მიმართ, იმიტომ რომ არავითარი განსხვავება ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ვიღაცას მოსწონს თანამედროვე ტექნოლოგიები, ვიღაცას მოსწონს ანტიკვარიატი“, - თქვა იმნაძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესი საწყის ეტაპზე ევროპის ქვეყნებშიც „მდორედ“ მიმდინარეობდა.

„ზუსტად ასე ხდებოდა ევროპის ქვეყნებში, როდესაც იწყებოდა ვაქცინაცია, თავიდან პროცესი მდორედ მიდის. დასაწყისში იყო სკეპტიციზმი, მაგრამ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინის სახელს, აქედან გამომდინარე, ხედავთ, რომ გაივსო დაჯავშნილი ადგილებილ როდესაც ადამიანები შეხედავენ, რომ მისი მეზობელი, ახლობელი აიცრა და არაფერი დაემართა, ეს იმუშავებს“, - თქვა იმნაძემ.