04.მაისი .2021 13:22

"სინოფარმით" აცრა პოლიკლინიკებშიც შეიძლება - თამარ გაბუნია

"სინოფარმით" აცრა პოლიკლინიკებშიც შეიძლება - თამარ გაბუნია
views 290
უკან

„სინოფარმით“ ასაცრელი დაწესებულებების რაოდენობა თბილისში გაიზრდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სინოფარმს“ რაც შეეხება, გამოყოფილი ადგილები უკვე შეივსო, განსაკუთრებით თბილისში, დღეს-ხვალ კიდევ ვიმსჯელებთ და დავამატებთ დამატებით დაწესებულებებს. „სინოფარმით“ აცრა შესაძლებელია პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია და პრაქტიკულად ანაფილაქსიასთან დაკავშირებული რისკები არ არის. ადგილები დაემატება, რათა სწრაფად მოხდეს მოცვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, თამარ გაბუნიას თქმით, ამჟამად აცრა უტარდებათ 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და ასაკის ზღვრის დაწევა არ განიხილება.

„55 წელს ზემოთ მოქალაქეების რაოდენობა, ვისთვისაც რეკომენდებულია „ასტრაზენეკათი“ აცრა, არის 600 ათასამდე. ჩავატარეთ დეტალური ანალიზი, შევქმენით სიები უწყებებში, ვისაც აცრა სურს, მათი რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი, ვფიქრობთ, საკმარისზე მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს იმისთვის, რომ აიცრას. ის დოზები, რომელიც ქვეყანაში ჩამოვა, მოხმარდება ამ ჯგუფის მიზნებს. ჯგუფი არის საკმაოდ დიდი, ამიტომ 700 ათასი მათთვის ბევრი არ არის“, - აღნიშნა მან.

თამარ გაბუნიამ ზოგადად, ქვეყანაში ვაქცინების მხრივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„საქართველოში ამჟამად გვაქვს „სინოფარმის“ ვაქცინა, ასევე ჩამოვიდა „სინოვაკი“, რომლის მოხმარებასაც ჯანმოს რეკომენდაციის შესაბამისად დავიწყებთ. უკვე გამოქვეყნდა რეკომენდაციები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ორივე ვაქცინა ავტორიზაციას მალე მიიღებს. „ასტრაზეკენა“ არის ჩვენთვის მთავარი, ასევე მოსალოდნელია „ნოვავაქსის“ გააქტიურება მოლაპარაკების საშუალებით. ასევე ივნისში „კოვაქსიდან“ ველოდებით „ფაიზერს“ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავად „ფაიზერთან“, რომ დამატებითი დოზები მივიღოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა