მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სინოვაკით" აცრა საქართველოში, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან დაიწყება - გაბუნია

60a237a3bedd2
ინგა მურუსიძე
17.05.21 13:33
709
საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის „სინოვაკის“ გამოყენება მომდევნო კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ გამოყენებას, ჯანმოს ავტორიზაციამდე, რადგან ამ ეტაპზე უკვე არსებობს WHO- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის– ექსპერტების წინასწარი დადებითი დასკვნა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ევროპის მკაცრმა მარეგულირებელმაც დაიწყო განხილვა, „სინოვაკის“ გამოყენება ევროპაში მოხდეს.

„ჩვენს შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე დაიწყება „სინოვაკზე“ რეგისტრაცია და დაინტერესებულ მოქალაქეებს მომავალი კვირიდან შეეძლებათ აცრა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ამ ეტაპზე 100 ათასი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა აქვს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენი ვაქცინით მიმდინარეობს აცრა, ესენია: ფაიზერი, სინოფარმი და ასტრა–ზენეკა.