09.მაისი .2022 22:25

"სითი ინსტიტუტი", ბათუმში განაშენიანების ერთი წლით შეზღუდვის რეკომენდაციით, მერიას მიმართავს

"სითი ინსტიტუტი", ბათუმში განაშენიანების ერთი წლით შეზღუდვის რეკომენდაციით, მერიას მიმართავს
views 1323
უკან

"სითი ინსტიტუტი" ბათუმში სამშენებლო შეზღუდვების ამოქმედებაზე სარეკომენდაციო წინადადებას ბათუმის მერიაში ხვალ შეიტანს. ამის შესახებ BM.GE-ის ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე კომპანია “სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა განუცხადა. როგორც მამუკა სალუქვაძე ამბობს, შეზღუდვები კონკრეტულ არეალებში უნდა დაწესდეს.

“საუბარია, მთელი ქალაქის მასშტაბით, მესამე და მეოთხე კატეგორიის ობიექტებზე ანუ მაღალსართულიან შენობებზე დროებითი შეზღუდვების ამოქმედებაზე. რაც შეეხება პირველ და მეორე კატეგორიის ობიექტებს, ჩვენ ვამბობთ, რომ მათი განვითარება შეიძლება. ეს არ არის დიდი ობიექტები, შეიძლება ინდივიდუალური სახლები იყოს. ამავე დროს, ჩვენ არ ვეხებით ავარიულ სახლებს - გამონაკლისს ვუშვებთ და დროებით შეზღუდვებს მათზე არ ვავრცელებთ. თუ ბათუმში სოკოებივით ამოვიდა სხვადასხვა მასშტაბის შენობა, ძალიან გაგვიჭირდება, რადგან კოეფიციენტებსაც ვითვლით და ისედაც ბევრია ტერიტორია, სადაც გადაჭარბებულია კოეფიციენტი. კიდევ უფრო მეტად თუ გადავაჭარბებთ და შეიცვალა ის სურათი, რაც კვლევისას მივიღეთ, გენგეგმაზე მუშაობა გაგვიჭირდება", - აცხადებს "სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელი.

მამუკა სალუქვაძე BMG-სთან კვლევის სხვა მიგნებეზეც საუბრობს. როგორც ის ამბობს, ბათუმში უკვე ჩატარდა არსებული შენობების ინვენტარიზაცია და გამოვლენილია 400 ავარიული შენობა, რომელიც დამატებით კვლევებს საჭიროებს.

მისი თქმით, მიმდინარეობს ბათუმის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზეც კვლევა, რომელსაც "სითი ინსტიტუტის" ქვეკონტრაქტორი კომპანია PMCG ახორციელებს. მისი თქმით, კვლევა 2.5 თვეში დასრულდება.

ცნობისთვის: ბათუმის გენგეგმაზე მუშაობა კომპანია "სითი ინსტიტუტმა" 2021 წლის აგვისტოში დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა