"სითი ინსტიტუტი" ბათუმში სამშენებლო შეზღუდვების ამოქმედებაზე სარეკომენდაციო წინადადებას ბათუმის მერიაში ხვალ შეიტანს. ამის შესახებ BM.GE-ის ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე კომპანია “სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა განუცხადა. როგორც მამუკა სალუქვაძე ამბობს, შეზღუდვები კონკრეტულ არეალებში უნდა დაწესდეს.
“საუბარია, მთელი ქალაქის მასშტაბით, მესამე და მეოთხე კატეგორიის ობიექტებზე ანუ მაღალსართულიან შენობებზე დროებითი შეზღუდვების ამოქმედებაზე. რაც შეეხება პირველ და მეორე კატეგორიის ობიექტებს, ჩვენ ვამბობთ, რომ მათი განვითარება შეიძლება. ეს არ არის დიდი ობიექტები, შეიძლება ინდივიდუალური სახლები იყოს. ამავე დროს, ჩვენ არ ვეხებით ავარიულ სახლებს - გამონაკლისს ვუშვებთ და დროებით შეზღუდვებს მათზე არ ვავრცელებთ. თუ ბათუმში სოკოებივით ამოვიდა სხვადასხვა მასშტაბის შენობა, ძალიან გაგვიჭირდება, რადგან კოეფიციენტებსაც ვითვლით და ისედაც ბევრია ტერიტორია, სადაც გადაჭარბებულია კოეფიციენტი. კიდევ უფრო მეტად თუ გადავაჭარბებთ და შეიცვალა ის სურათი, რაც კვლევისას მივიღეთ, გენგეგმაზე მუშაობა გაგვიჭირდება", - აცხადებს "სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელი.
მამუკა სალუქვაძე BMG-სთან კვლევის სხვა მიგნებეზეც საუბრობს. როგორც ის ამბობს, ბათუმში უკვე ჩატარდა არსებული შენობების ინვენტარიზაცია და გამოვლენილია 400 ავარიული შენობა, რომელიც დამატებით კვლევებს საჭიროებს.
მისი თქმით, მიმდინარეობს ბათუმის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზეც კვლევა, რომელსაც "სითი ინსტიტუტის" ქვეკონტრაქტორი კომპანია PMCG ახორციელებს. მისი თქმით, კვლევა 2.5 თვეში დასრულდება.
ცნობისთვის: ბათუმის გენგეგმაზე მუშაობა კომპანია "სითი ინსტიტუტმა" 2021 წლის აგვისტოში დაიწყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება