მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სითი მოლი" ცოტა ხნის წინ განხორციელებულ ევაკუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

5f932b970ebd8
თამთა ჯიჯავაძე
23.10.20 23:12
1416
საბურთალოს "სითი მოლი" ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ძვირფასო მომხმარებლებო, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. "სითი მოლში" არსებული უმაღლესი სტანდარტების მქონე სპრინკლერ სისტემა მცირე დაკვამლიანებაზეც კი, მომენტალურად ახდენს რეაგირებას.

"სითი მოლში" არსებულ რესტორან "უკვეში" ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ცეცხლი, ზემოთ აღნიშნულ უსაფრთხოების სისტემას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება.

ტექნიკურმა სამსახურმა მოახდინა პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა, ხოლო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, "სითი მოლის" უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა მომხმარებელთა ევაკუაცია. მცირედი დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა და ზარალიც არ არის.

ხვალიდან "სითი მოლი" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", – წერია განცხადებაში.