მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს" - კალაძე ვაშლიჯვარზე

605af068e373d
ინგა მურუსიძე
24.03.21 12:11
1540
თბილისის მერი ვაშლიჯვრის ფერდობის მიმდებარედ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა განცხადება და მედიასაშუალებების ნაწილს მოუწოდა, მიზანმიმართულად პანიკის დათესვისგან და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას არავითარი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რაიმე საშიში იქნება, პირველები ვიქნებით, ვინც მოსახლეობას ინფორმაციას მიაწოდებს. ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არანაირი კორპუსების მშენებლობის სამუშაოები არ განხორციელებულა და არც დაგეგმილია“, - განაცხადა კალაძემ.

ის ასევე პასუხობს ბრალდებას იმის შესახებ, რომ თბილისის მერიამ არ იცოდა ეს პრობლემა ან იცოდა და დამალა.

„ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც რამდენიმე ათეული წელია დედაქალაქში არსებობს. ეს პრობლემა ჩვენც ვიცოდით და ოფიციალურ ვებგვერდზეც გვქონდა ატვირთული. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო ენახა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილებთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქში გვაქვს. სამწუხაროდ, ქალაქში მეწყრულად საშიში ადგილები კიდევ გვაქვს, რომელიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული და ინფორმაცია მითითებულია ანუ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სწორი არ არის“, - ამბობს თბილისის მერი.

კახა კალაძის თქმით, მერია ფერდს ყოველდღიურად აკვირდებოდა და როგორც კი საშიშროება გაჩნდა, ნაბიჯები გადაიდგა - მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტა და საზოგადოებას წერილობითაც აცნობეს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში გერმანელი გეოლოგები არიან ჩამოსული, რომლებიც ვაშლიჯვარში, მეწყრულ პროცესებს სწავლობენ. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს.