საქართველოში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება. მუშაობა ევროკავშირის ექსპერტებისა და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით უკვე დაწყებულია. პროექტის მიხედვით, თუ საექიმო შეცდომის გამო პაციენტის ჯანმრთელობა ზიანის ქვეშ დგება, ის სადაზღვევო კომპანია, სადაც ექიმია დაზღვეული დაზარალებულს ზარალს სრულად უნაზღაურებს, მედიკოსს კი ლიცენზიის შეჩერებით ან ჩამორთმევით გამოწვეული შემოსავლის დაკარგვისგან იცავს.
ჯანდაცვის სპეციალისტს ვახტანგ კალოიანს მიაჩნია, რომ სამედიცინო შეცდომასთან დაკავშირებული ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა თავისთავად კარგი პროდუქტია, თუმცა სიტყვა “სავალდებულო” საქართველოს რეალობაში ნაადრევად დანერგილია, რადგან სავალდებულოობამდე სადაზღვევო სექტორმა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა საბოლოოდ ხარისხიანი დაზღვევის პროდუქტი მივიღოთ.
როგორც კალოიანმა bm.ge-ს გადაცემაში, “ანალიტიკაში" განაცხადა, ამ ეტაპზე ის დაზღვევის მსგავსი ფორმით (სავალდებულო) დანერგვას სკეპტიკურად უყურებს.
“პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა თავისთავად კარგი პროდუქტია, ბევრ, ძალიან მწვავე პრობლემას აგვარებს, როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისთვის, თუმცა სიტყვა სავალდებულოს ჯერ საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, სადაზღვევო კომპანიებმა კოლეგებს რეალური პროდუქტები შესთავაზონ და მათ არჩევანის საშუალება მიეცეთ, თუ რა მოცულობის და რა წესების მიხედვით მოხდება დაზღვევა,” - განმარტა კალოიანმა და მისი პრაქტიკიდან გამომდინარე მაგალითად გერმანია მოიყვანა, სადაც ექიმს არჩევანის საშუალება რამდენიმე პაკეტს შორის აქვს.
“გერმანიაში მუშაობის დროს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა მქონდა. საქართველოში არ მაქვს და ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ შესაბამისი პაკეტი და შემოთავაზება ვერ ვნახე, რომელსაც ჩავთვლიდი, რომ მნიშვნელოვანია. გერმანიაში პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სხვადასხვა ტიპის პაკეტებია და იქ რეალურად სამედიცინო დაწესებულებასთან კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელია, თუ ეს დაზღვევა არ გაქვს.
არჩევანი პაკეტებს შორის ძალიან დიდია. სადაზღვეო კომპანია და კლინიკები პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას გთავაზობენ. რეალურად მის გარეშე აქტიური სამედიცინო პრაქტიკის წარმოება შეუძლებელია რა დონის ექიმიც არ უნდა იყოს. ყველა გერმანელ ექიმს სამედიცინო პასუხისმგებლობის დაზღვევა აქვს,” - განმარტა ვახტანგ კალოიანმა.
მისივე თქმით, სისტემაში სადაზღვევო კომპანიები აქტიურად უნდა ჩაერთონ და პირველ რიგში სწორედ მათ უნდა შექმნან მისაღები პოლისები.
“სადაზღვევო კომპანიამ ამისი იმპლემენტაცია უნდა დაიწყოს და როდესაც ის გარკვეულ სახეს მიიღებს, სავალდებულოობაზე მსჯელობა ამის შემდეგ უნდა დაიწყოს”, - განაცხადა კალოიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი