10.იანვარი .2022 11:40

"სოციალური დასაქმების პროექტს იანვრიდან ვიწყებთ" - ირაკლი ღარიბაშვილი

"სოციალური დასაქმების პროექტს იანვრიდან ვიწყებთ" - ირაკლი ღარიბაშვილი
views 436
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იანვრიდან მთავრობა სოციალური დასაქმების პროექტის განხორციელებას დაიწყებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტზე მუშაობა რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითზე დაიწყო, რის შედეგადაც ქვეყანაში ათი ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროექტი წელს სამუშაო ადგილების საკითხია. ჩვენი მთავარი ამოცანა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნაა. ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იყო წასული. მათ ამ ქვეყნების პრაქტიკული მაგალითები დაამუშავეს და იანვრიდან ჩვენ ამ პროექტს ვიწყებთ. ჩვენ შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობამ სოცდაუცველების „ამუშავების“ ევროპული მოდელის შესწავლა უნგრეთის მაგალითით დაიწყო