მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოცქსელებიდან მიღებული ინფორმაცია, ფაქტობრივად, ვაქცინაციაზე უარის თქმის გარანტია" - ჩხაიძე

60f1e4ce08d16
თამთა ჯიჯავაძე
16.07.21 23:55
1554
სოციალური ქსელებიდან ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად გარანტირებული უარის თქმას ნიშნავს ვაქცინაციაზე, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 14 ივლისს გამოქვეყნდა ევროკავშირის კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, ყველაზე დიდი რაოდენობით ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებენ .

„ეს ევროკავშირის კვლევაა. ჩვენთან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინფორმაციას იღებს მეზობლისგან, მეგობრისგან და სოციალური ქსელისგან. თუ ჩვენ ყველა ადამიანთან მივიტანეთ ინფორმაცია ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს რომ წლის ბოლოს მივაღწევთ ეროვნული გეგმით დასახულ მიზანს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ვაქცინაცია საქართველოში მარტის შუა რიცხვებში დაიწყო. 16 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 334 199 აცრა. სრულად აცრილია 126 171 ადამიანი.