მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოფლიდან.ჯი" ქუთაისის ბაზარზე შედის

624c42176c464
მარიამ იზორია
06.04.22 23:10
1244
ქართული პლატფორმა “სოფლიდან.ჯი” თბილისის შემდგომ ქუთაისის ბაზარზე შედის. აღსანიშნავია, რომ 
კომპანია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა.

როგორც bm.ge-ს სტარტაპის დამფუძნებელმა ნათია ნინიკელაშვილმა განუცხადა, გრანტის დახმარებით პლატფორმა ქუთაისში ოპერირებასაც დაიწყებს და ვებგვერდის საშუალებით ქუთაისის მოსახლეობასა და ფერმერებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ფერმერებს საშუალება ექნებათ პლატფორმის დახმარებით ასეულობით დასახელების პროდუქტი ქუთაისშიც გაყიდონ.

“საგრანტო პროექტის სახელია "სოფლიდან.ჯი ქუთაისში", შესაბამისად გრანტის თანხაც ამ პროექტის განხორციელებას მოხმარდება. "სოფლიდან.ჯის" მეშვეობით მარტივად და ინოვაციურად ქუთაისშიც საქართველოს ფერმერებსა და ქუთაისის მოსახლეობას ერთმანეთთან დავაკავშირებთ. მათ შესაძლებლობა მიეცემათ გაყიდონ და იყიდონ ასეულობით დასახელების ფერმერული მეურნეობის პროდუქტი უკვე თბილისთან ერთად ქუთაისშიც”, - ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.

"სოფლიდან ჯი" “farm to table” კონცეფციის ბიზნესია, რომელიც ელ.კომერციის პლატფორმის მეშვეობით ოპერირებს. გარდა ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციებისა, სტარტაპი შოურუმსაც ფლობს, რომელიც თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს.