მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოფლიდან" - Soplidan.ge-ს პირველი მაღაზია საბურთალოზე

6146e666a71f7
ვიქტორია მღებრიშვილი
19.09.21 11:40
2813
სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციის ონლაინმაღაზია Soplidan.ge გაფართოვდა. რამდენიმე დღეა, რაც მაღაზიის ვებგვერდზე არსებული 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტების ყიდვა მომხმარებელს უკვე საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას 76 ბ-ში მდებარე რეალურ მაღაზიაში შეუძლია.

Soplidan.ge-ის დამფუძნებელი ნათია ნინიკელაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისის ცენტრში მაღაზია მომხმარებლის მხრიდან არსებული მოთხოვნით გახსნეს.

"შედეგად, დღეს ჩვენს მომხმარებელს ნატურალური სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენა არამხოლოდ ვებგვერდზე, არამედ მაღაზიაში მოსვლითაც შეუძლიათ. Soplidan.ge დღეისთვის 17-მდე ადამიანს ასაქმებს.

ჩვენი ონლაინმაღაზია 1 ოქტომბერს დაფუძნებიდან 6 წელს აითვლის და ვხუმრობთ კიდეც, რომ სკოლაში წავედით“, - ამბობს ნათია ნინიკელაშვილი.

ფინანსურ ნაწილზე მაღაზიის დამფუძნებელი აქცენტს არ აკეთებს და ამბობს, რომ მათ გრძელვადიან გეგმებში საკუთარი მეურნეობის ამოქმედებაც შედის.