მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოკარ ჯორჯია გაზი" 150 კმ მილსადენებს 6.15 მლნ-ად შეიძენს - გადახდა 2037 წლამდე უნდა მოხდეს

5e43c1af5b921
შოთა ტყეშელაშვილი
12.02.20 14:02
1514
2020 წლის 3 თებერვალს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება ნომერი #197 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “სოკარ ჯორჯია გაზისათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

“სოკარ ჯორჯია გაზი” 6,154,370 ლარად დედოფლისწყაროს, მარტვილის, ხაშურის, ჩოხატაურისა და ზუგდიდის რაიონში მდებარე მილსადენებს შეიძენს.

კერძოდ, საუბარია 150 კილომეტრის სიგრძის მილსადენების ქსელზე, რომლებიც ცალკეული რაიონების მიხედვით, ასე ნაწილდება:
  • ქალაქი მარტვილი - 64.4 კილომეტრი; 
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი - 33.7 კილომეტრი; 
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 24.7 კილომეტრი; 
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი - 14.2 კილომეტრი; 
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 14 კილომეტრი.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, “სოკარ ჯორჯია გაზმა” ამ ინფრასტრუქტურის საფასურის გადახდა 2027 წლიდან უნდა დაიწყოს. გადახდის გრაფიკის მიხედვით, თანხის დაფარვა 10 ინდივიდუალური, 615,437 ლარის მოცულობის ტრანშის მეშვეობით უნდა მოხდეს. თანხის დაფარვის საბოლოო თარიღად 2036 წლის 31 დეკემბერი არის განსაზღვრული.

მთავრობის განკარგულება მილსადენების "სოკარისთვის" გადაცემის თაობაზე: