05.ივნისი .2021 17:25

"სპარი”: პროდუქციის რაოდენობრივი მოხმარება შემცირდა, თუმცა ნავაჭრი იგივე დაგვრჩა

"სპარი”: პროდუქციის რაოდენობრივი მოხმარება შემცირდა, თუმცა ნავაჭრი იგივე დაგვრჩა
views 1507
უკან

"მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა გადახდილი თანხის ნაწილში არ შემცირებულა, ლარის კურსის გაუფასურების გამო პროდუქციის რაოდენობრივი მოხმარება შემცირდა, თუმცა ნავაჭრი თანხა იგივე დაგვრჩა",  - ამის შესახებ “სპარის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ არჩილ ნიკოლაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც ნიკოლაძემ აღნიშნა, მომხმარებლის ქცევა ასევე შეიცვალა იმ კუთხით, რომ ისინი სავაჭრო ობიექტზე ხშირ სტუმრობას ერიდებოდნენ და ერთ სტუმრობაზე შედარებით მეტ პროდუქციას ყიდულობდნენ. ამით საშუალო ჩეკი გაიზარდა.

“გასული წელი ჩვენთვისაც რთული იყო. რითეილ სექტორისთვის და სუპერმარკეტების ქსელებისთვის მომხმარებლის ტრაფიკი მნიშვნელოვანია და ეს ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს - ტურისტული ტრაფიკი და ადგილობრივი მომხმარებლები. სპარი, ტურისტული ადგილების ათვისებაზე იყო ორიენტირებული. ტურისტული ტრაფიკი ჩვენთან 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 40%-ით შემცირდა.

ასევე, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, მობილობა შემცირებული იყო, ამან  მომხმარებლების დაახლოებით 27-30%-მდე შემცირება გამოიწვია. ეს გაყიდვებზეც აისახა და 6-დან 7%-მდე კლება გვქონდა” - განმარტა ნიკოლაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა