მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სპარი": როცა სამიდან ერთი მძღოლია, ეს არარაციონალური ხარჯია და აწვება კომპანიას

5e84c9cf77a89
თათია ჩაფიჩაძე
01.04.20 23:30
2199
„სპარის“ მმართველი დირექტორის მირანდა მანჯგალაძის ინფორმაციით, თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ამ ეტაპზე მთავრობასთან სატრანსპორტო საშუალებებში ადამიანთა რაოდენობის ზრდის და ტრანსპორტის სახეობების (მიკროავტობუსი, ავტობუსი) გამოყენებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ანაზარაურების ხარჯებს, „სპარში“ ამბობენ, რომ ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვა დასაქმებულებს არ მოუწევთ.

ასევე კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მიუხედავად სამუშაო საათების შემცირებისა, რომელიც თანამშრომლების რაოდენობას ბუნებრივად ამცირებს, ისინი დასაქმებულების სახლში გაშვებას არ აპირებენ და სხვადასხვა მარკეტებში საჭიროებების მიხედვით გადანაწილდებიან.

„ჩვენ 300-ზე მეტი მაღაზია გვაქვს, შესაბამისად უნივერსალური ერთი წესი ვერ იმოქმედებს, გვექნება შერეული მეთოდი. შეიძლება გაიცეს ხელზე თანხა, სადაც მაღაზიის მენეჯემენტი უზრუნველყოფს ტრანსპორტირების მენეჯმენტს, იქნება შემთხვევები სადაც ტაქსის კომპანიების დახმარებით მოხდება მათი გადაყვანა, ცალკეული შემთხვევებში იქნებიან თანამშრომლები, რომლებიც ატარებენ თანამშრომლებს და ამისთვის საწვავის ხარჯი გამოიყოფა.

მთავრობა პროაქტიურად მუშაობს ჩვენთან, რომ არ შეწყდეს სასურსათო მაღაზიებში სწორი ოპერირება, ითვალისწინებენ ჩვენს შენიშვნა-რეკომენდაციებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ითანამშრომლებენ პირობითად 3 ადამიანის შეზღუდვასთან დაკავშირებით. როცა სამიდან ერთი მძღოლია, ეს რა თქმა უნდა ზრდის ტრანსპორტის მომსახურების ჯერადობას რაც გაზრდილი და არარაციონალური ხარჯია. ეს აწვება კომპანიას და ჩვენ ამიტომ ვთავაზობთ სხვადასხვა ვერსიებს, ან ისეთი ტრანსპორტის გამოყოფას, სადაც დისტანციის დაცვით და ეკიპირებით მოხდება გადაადგილება. გვისმენენ, ითალისწინებენ და გვეთანამშრომლებიან. “- განაცხადა მანჯგალაძემ.