მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სპეკულაციები მიუღებელია, COVID ფონდში შეგროვებული თანხა დაიხარჯება საჭიროებისამებრ"

5efeeccd16862
ინგა მურუსიძე
03.07.20 12:38
714
ყოველგვარი სპეკულაცია არის მიუღებელი, თანხა დაიხარჯება საჭიროებისამებრ, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვას - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის მითითება, რომ კოვიდ ფონდში ჩარიცხული 100 მლნ ლარი არ დაიხარჯოს.

„ძალიან კარგია, რომ თქვენ გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ გადარიცხული 100 მლნ ლარი კოვიდის ფონდში. ეს არის თანხა, რომელიც ამჟამად არის ბიუჯეტში და არ დახარჯულა, ისევე როგორც სხვა თანხები ბიუჯეტიდან. ეს არის თანხა, რომელიც საქველმოქმედო თვალსაზრისით ბატონმა ბიძინამ და მისმა ოჯახმა ჩადეს, გაიღეს კოვიდთან ბრძოლისთვის ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად. ეს თანხა არის ბიუჯეტის ნაწილი, საიდანაც ვახორციელებთ ადამიანების დახმარებას და კომპენსაციების გაცემას. თანხა დაიხარჯება იმ მიმართულებით, რა საჭიროებაც იქნება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, კოვიდის ფონდში ამჟამად 133 მლნ ლარია მობილიზებული და ამ თანხიდან 100 მილიონი ბიძინა ივანიშვილმა
ჩარიცხა.