მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტატისტიკის არარსებობა სოფლის მეურნეობის დარგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა"

56d43925e4f8c
BM.GE
29.02.16 16:26
1242
"სტატისტიკის არარსებობა სოფლის მეურნეობის დარგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა",- აღნიშნულის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დღეს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია თუ რას აწარმოებენ ფერმერები და შესაბამისად არ არსებობს ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა პროდუქტი გადის ექსპორტზე და რა შემოდის ქვეყანაში.

"ჩვენ ვეყრდნობით ოფიციალურ სტატისტიკას, მაგრამ ასევე ვაკეთებთ ფერმერთა ასოციაციის წევრი ფერმერების სტატისტიკასაც, თუმცა ეს ციფრი მხოლოდ 1600 ფერმერს მოიცავს. არ არსებობს ციფრები და ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს სოფლის მეურნეობას. დარგი წლების განმავლობაში მიტოვებული იყო.

რაც შეეხება სტრატეგიას, მის შემუშავებაში ყველა მხარემ მიიღო მონაწილეობა. ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონიძიებები დამაკმაყოფილებელია. ყველა პრობლემა არის გადაჭრადი, თუ შესაბამისი ცოდნა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იქნება", - განაცხადა ზამბახიძემ.