მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"stopcov- ფონდში ჩარიცხულ 133 მლნ ლარს უკან ვერავინ წაიღებს" - გიორგი კაკაურიძე

5ee74f8651b7c
ინგა მურუსიძე
15.06.20 14:34
1276
საბედნიეროდ, საკმაოდ კარგი კანონმდებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ყველანაირი შემოსულობა ბიუჯეტში აღირიცხებოდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

გიორგი კაკაურიძემ უპასუხა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფლებით იქნა ასახული ბიუჯეტში StopCoV ფონდში მობილიზებული თანხები. რომან გოცირიძემ კაკაურიძეს უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ფონდში 100 მლნ ლარი ჩარიცხა, მთავრობას მისი დახარჯვის უფლებას არ აძლევს, რადგან თანხის უკან წაღება სურს. 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გაწერილია, რომ ეს თანხები შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ან მისგან დაზარალებულების დასახმარებლად.

„ეს ფული არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი საჭიროება იქნება. აღნიშნული 133 მილიონი ლარის წაღების თეორიული შანსი საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს, ვერავინ ამ ფულს უკან ვერ წაიღებს, ეს არის ბიუჯეტში შემოსული თანხა, ესაა StopCoV ფონდის ფული, რომელიც ბიუჯეტში აისახა და მას მაშინ გამოვიყენებთ, როცა ამის საჭიროება დადგება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.