მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთში კოვიდ შეზღუდვები მსუბუქდება

5fc3a7b356e9f
თათია კაკიაშვილი
29.11.20 22:05
1574
ჩეხეთის რესპუბლიკა მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ე.წ. ლოქდაუნის შეზღუდვებს მას შემდეგ, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელება შემცირებულია. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე იქნა მიღებული, მაღაზიებს და რესტორნებს ხელახლა გახსნის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა მომხმარებელთა რაოდენობისა და სამუშაო საათების შეზღუდვები ძალაში დარჩება. მინისტრთა კაბინეტი ასევე შეთანხმდა 3 დეკემბრიდან ღამით კომენდანტის საათის გაუქმდეს.

„მოხარული ვარ, რომ დისკუსიის შემდეგ, ეს იყო ერთსულოვანი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ კოვიდინციფირებულთა რიცხვი მცირედად შეიცვლება და ვირუსის გავრცელების ტენდენცია არ შენელდება, გადაწყვეტილება ძალაში დარჩება“, - განაცხადა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, იან ბლეტნიმ.

საგულისხმოა, რომ ქვეყანამ ოქტომბერში ევროპაში პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტენდენცია აჩვენა, რის გამოც ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო, მათ შორის დაიხურა საცალო ვაჭრობის უმეტესი პუნქტი და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, ასევე შეზღუდვა შეეხო მოქალაქეთა გადაადგილებასაც.

ახალი ინფიცირების რაოდენობის შემცირება თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა გაფრთხილება, რომ რისკები რამდენიმე რეგიონში მაღალი რჩება.

ასევე, მთავრობამ ორი კვირის წინ განაახლა დაწყებითი სკოლებშიი სასწავლო პროცესი პირველი ორი კლასისთვის და დანარჩენი მოსწავლეები კლასებში მეცადინეობას ორშაბათიდან გააგრძელებენ.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის არ ელოდება სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას, შესაბამისად, მაღაზიების დახურვა ქვეყნის სტრატეგიის დღის წესრიგში არ დგას. არსებული რეგულაციებიდან ძალაში რჩება სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვები, ხოლო თეატრები და კინოთეატრები ჩეხეთში კვლავ დახურულია.