24.სექტემბერი .2019 00:20

"სტრესის შემამსუბუქებელი ოთახი" თურქულ სასტუმროში

views 289
უკან

თურქეთის სასტუმრო სტუმრებს არაჩვეულებრივი მომსახურებას - "სტრესის შესამსუბუქებელი ოთახს" სთავაზობს.
დაძაბულობის შემთხვევაში, სტრესის მოხსნის მიზნით, დამსვენებლებს ოთახში ნივთების დამტვრევა შეუძლიათ.



თურქეთის საკურორტო ზონაში ალანიის ერთ-ერთ სასტუმროში ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონები და სხვა სახის ტექნიკა სპეციალურად ტურისტებისთვის ერთ ოთახშია თავშეყრილი. დამსვენებლებმა, რომელსაც სტრესის დაძლევის მიზნით, ნივთების დამტვრევა სურთ, სპეციალური ტანსაცმელი უნდა ჩაიცვან.



როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ოთახით ამ დრომდე ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები სარგებლობენ, რომელთა ასაკიც 18-დან 38 წლამდეა.



"სტრესის შესამსუბუქებელი ოთახის" "კლიენტები" ძირითადად ტურისტები გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებსა და სკანდინავიის ქვეყნებიდან არიან.

 
აღსანიშნავია, რომ   მსგავსი სერვისი საქართველოშიც არსებობს. სტარტაპი "ლეწე",  თბილისში  ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და განსხვავებული კონცეფციით გამოირჩევა. ესაა რამდენიმე მეგობრის მიერ წამოწყებული ბიზნესი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაამსხვრიოთ ნებისმიერი ნივთი,  ცხადია, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.