მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტუმრების ამ რაოდენობას, მით უმეტეს უცხოეთიდან არ ველოდით“ - BEST WESTERN GUDAURI

6075a66339b68
ინგა მურუსიძე
14.04.21 00:12
1240
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან მთის კურორტებზე, სასტუმროებს ვიზიტორების მიღების უფლება მიეცათ, ხოლო 8 მარტიდან უკვე საბაგიროებიც ჩაირთო. სწორედ ამ დროიდან გახდა შესაძლებელი სასტუმროებისთვის ვიზიტორების მიღება, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

სასტუმრო BEST WESTERN GUDAURI გახსნიდან დღემდე 40%-ით არის დატვირთული. როგორც მისი დამფუძნებელი, გიორგი კვიწინაშვილი bm.ge-სთან საუბარში ამბობს, სტუმრები როგორც საქართველოდან, ისე უკრაინიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და გაერთიანებული საამიროებიდან ჰყავს.

მისივე ინფორმაციით, ტურისტებისთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი 72 საათში ერთხელ PCR-ტესტის ჩატარება იყო, თუმცა ეს სხვა სტუმრებისთვის უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენდა, რადგან სხვა ადამიანები დაცულები იყვნენ.

„მარტის ბოლომდე კარგი ამინდები გვქონდა, შესაბამისად, საკმაოდ ბევრ სტუმარს ვუმასპინძლეთ. სტუმრები თითქმის თანაბრად იყო როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. ამ რაოდენობას, მით უმეტეს უცხოეთიდან არ ველოდით“, - განაცხადა კვიწინაშვილმა.

სასტუმროს დამფუძნებელი ჩავლილი სეზონით კმაყოფილია და ამბობს, რომ 25 აპრილამდე ჯავშნები აქვს.

„რა თქმა უნდა, სეზონით კმაყოფილი ვართ, საერთოდ არ გვქონდა მოლოდინი, რომ გავიხსნებოდით, თუმცა მუშაობის საშუალება მოგვეცა. ჯერ ყველაფერი დასრულებული არ არის, თოვლი გვაქვს, თუმცა მთავარია მზე, ან წვიმა არ იყოს. ამ დღეებში კარგ სასრიალო ამინდებს ველოდებით“, - ამბობს ის.