სახელმწიფო პროგრამის - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" ფარგლებში, სულ 1 მილიარდ ლარზე მეტი სესხია გაცემული.
როგორც bm.ge-ს მიერ „აწარმოე საქართველოდან“ გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, პროგრამის დაწყებიდან მიმდინარე წლის მარტამდე, ჯამურად, 1 მილიარდ 122 მლნ ლარის სესხია გაცემული. სააგენტოს ინფორმაციითვე, სულ პროგრამას 10 970 ბენეფიციარი ჰყავს.
რაც შეეხება უკვე გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯს, „აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციითვე, ჯამში, ₾61.1 მილინია გაცემულია.
„აწარმოე საქართველოს“ ცნობით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 45 მლნ ლარია.
ცნობისთვის: "სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამა პანდემიის პერიოდში, 2020 წლის ზაფხულში, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამშენებლო სექტორის სტიმულირება იყო. 2021 წელს, წინასაარჩევნოდ კი, იპოთეკური სესხების სუბსიდირების განახლებული პროგრამა ამოქმედდა - კერძოდ, 2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაბადებული ბავშვების მშობლებს ახალ იპოთეკურ სესხებზე სახელმწიფოსგან თანადაფინანსების სუბსიდიის მოთხოვნა შეუძლიათ. პროგრამა ახლადაბადებულ ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც (3+) ითვალისწინებს იპოთეკის სუბსიდირებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს