მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სულ 100 ინფიცირებული გვყავს, მათგან 1 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია" - პრემიერი

5e81ee9ff2c20
ინგა მურუსიძე
30.03.20 16:56
691
კორონავირუსით 100 ინფიცირებული გვყავს, მათგან 1 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საბოლოო მონაცემებით, ჩვენ უკვე 100 ინფიცირებული გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, დინამიკა ინფიცირებულების ზრდის, არის შემაშფთებელი. დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ“, - განაცხადა გახარიამ.