მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სწავლის პროცესში, სტუდენტს დამსაქმებელთან ურთიერთობის საშუალება უნდა ჰქონდეს"

56f3962b71b2b
BM.GE
24.03.16 11:22
1414
ტექნოპარკში, პროფესიული განათლების რეფორმის გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პრეზენტაცია, პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება, განათლების რეფორმის პირველ ეტაპია, რომელიც შრომის ბაზარზე ორიენტირებული სისტემის შექმნას გულისხმობს.
 
"ეს არის რეფორმა რომელიც არა მხოლოდ განათლების სისტემის გაუმჯობესებას, არამედ ქვეყნის განვითარებას მისცემს ბიძგს. ქვეყნის განვითრაება სწორედაც დამოკიდებულია თითოეული ახალგაზრდის შესაძლებლობების რეალიზებაზე.

დღემდე ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საბაზისო განათლების საჭიროებებზე და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ უფრო შორს მიმავალ მიზნებზე ორიენტირებული რეფორმა დავიწყოთ.

ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს რომელიც იქნება დამყარებული ერთდროულად საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს საშუალება დამსაქმებელთა ურთიერთობის.

სწავლის შემდგომ, სტუდენტი გადაწყვეტს გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა, დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლება, - სახელმწიფო შექმნის თითოეული მიმართულებით პირობებს", - განაცხადა პრემიერმა.