05.თებერვალი .2020 15:51

"სწორად იყავით შერჩეული ამ პოსტზე?"- ზვიად კვაჭანტირაძის კითხვა ეკატერინე ტიკარაძეს

views 1033
უკან

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ მთავრობის 520-ე დადგენილებამ, შესაძლოა, სამედიცინო სფერო მთლიანად დაანგრიოს.

კვაჭანტირაძემ  ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა,  რამდენად გამართლებულია, რომ ის ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა დანიშნული.

„პარლამენტში მინისტრის გამოსვლამ ძალიან ბევრი კითხვა გამიჩინა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენი გამოსვლა არ იყო კრიტიკული, საკმაოდ მონოტონური გამოსვლა იყო, რომელმაც არ მოგვცა საშუალება დაგვენახა საერთო სიტუაცია იმ სფეროებში და იმ გიგანტურ სამინისტროში, რომლის ხელმძღვანელობაც თქვენ ჩაიბარეთ.

მაინტერესებს, ამ თვეების განმავლობაში, რაც თქვენ მინისტრი ბრძანდებით, ფიქრობთ, რომ სწორად იყავით შერჩეული ამ პოსტზე, ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად?! წარმატებები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, თქვენი მინისტრობის პერიოდში არ განხორციელებულა. თქვენ იყავით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ პარტიამ ერთ-ერთი წარმატება, რასაც მიაღწია, იყო ჯანდაცვის რეფორმა, რითიც ვამაყობდით დღემდე და თქვენი გამინისტრების დღიდან ძალიან უხეში ქირურგიული ჩარევით, 520-ე დადგენილებით დაიწყეთ ყველაფრის ჩეხვა. მე ძალიან მეშინია, რომ იმ სურათის საფუძველზე, რაც გვაქვს სამედიცინო სფეროში, მთლიანად არ შემოგვენგრეს ის, რასაც ამდენი წელი მივაღწიეთ. თქვენ ატარებთ რეფორმას, რომლითაც გადახდა ძირითადად ხდება ავადმყოფის ხარჯზე. ეს რეფორმა 520-ჯერ ურტყამს ავადმყოფს“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტშია. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა